ეკა გიგაური – „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, უნდათ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ – დღეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

დასავლელი პარტნიორების დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის – მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე განაცხადა.
ეკა გიგაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.
„დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ყველას გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი, რომ საქართველოში კარგი იყოს ცხოვრება, სტუდენტებს მიეცეთ მაღალი ხარისხის განათლება, გვქონდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, ეს გვინდა, ამისთვის ვიბრძვით.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ შეგვიწყობენ ხელს, რომ ავაშენოთ ეს ქვეყანა, მათ უნდათ, რომ საქართველოში ისევე კარგი ცხოვრება იყოს, როგორც ევროკავშირშია, ეს არის, რაშიც გვეხმარებიან ისინი. მათ დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, მათ უნდათ, რომ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!