ეკა ბესელია: ისტორია ინახავს ასეთ საქმეებს და ყველას როლს იმახსოვრებს!

დღეს 11 სინდისის პატიმრის სხდომა გამორჩეული იყო თავისი ემოციით და ერთგვარი შეჯამებით – დასრულდა ბრალდების მტკიცებულებები და დაიწყო დაცვის მტკიცებულებების წარდგენა .
ისევ დადგა პატიმრობის გაუქმების საკითხი და ისევ დაუდგა გამოცდა სასამართლოს :
ამაოდ …
დღეს ემოციური და გულწრფელი იყო ადვოკატ ნათია კორკოტაძის მიმართვა მოსამართლის სახელზე .
შეძლო რომ მოსამართლეს ეს ემოცია ეგრძნო მაინც, მაგრამ …
მაგრამ … მაგრამ …
ბევრი მეკითხება ანდრო ჭიჭინაძეს საიდან ვიცნობ.
როგორც ახალგზრდა ნიჭიერ მსახიობს ვიცნობდი და როდესაც დააკავეს, დამირეკა მისმა ოჯახის წევრმა და დახმარება მთხოვა .
მე კი გამოცდილ ადვოკატს ნათია კორკოტაძეს და ახალგაზრდა ადვოკატს თორნიკე მიგინეიშვილს ვთხოვე თუ ქონდათ სურვილი დახმარების .
ორივე მაშინვე დამთანხმდა და აგერ მე 8 თვეა ვეხმარებით ანდროს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს სამართლებრივ გზაზე ვიაროთ და სასამართლოც დავაბრუნოთ ამ გზაზე …
მადლობა ნათიას და თორნიკეს 💚
სხვა ადვოკატებსაც ვინც უანგაროდ ჩართულია ამ საერთო საქმეებში !
ისტორია ინახავს ასეთ საქმეებს და ყველას როლს იმახსოვრებს !

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს