ეკა ბესელია: ივანიშვილთან ერთმანეთზე მიტანილი ინფორმაციებით ერთმანეთს დაიჭერენ (ვიდეო)

“მართლსმაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კორუფციასთან ბრძოლა კი არა შიდა ომი და გავლენების განაწილებაა.

როგორც მ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, “ისეთი ანატომიაა მართვის, რომ ერთმანეთზე მიტანილი ინფორმაციებით ერთმანეთს დაიჭერენ. მთავარია, ვინ დაასწრებს ამ ინფორმაციის მიტანას ივანიშვილთან.“

ის რაც ქვეყანაში ხდება, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდა ომი, ერთმანეთთან, ეჭვიანობის, გავლენების განწილების, რაც ყველაზე ცუდი და მძიმეა, ისეთი ანატომიაა მართვის, რომ ერთმანეთზე მიტანილი ინფორმაციებით ერთმანეთს დაიჭერენ. მთავარია, ვინ დაასწრებს ამ ინფორმაციის მიტანას ივანიშვილთან. ქვეყანა ასე რომ იმართება, ესაა ყველაზე ტრაგიკული.

ეს დასმენები, ერთმანეთთან ინფორმაციების მიტანა, მათ შორის ხშირად დაუზუსტებელის, ივანიშვილთან, საფუძველი გამხდარა გადაწყვეტილების მიღების. ამ მხრივ უბადლოა. ეს ყველაფერი სადამდე მივა? ეგაა საინტერესო. ვისზეც კი ივანიშვილს აქვს განცდა, რომ საფრთხის მატარებელია, ან ხელს უშლის მართვის იმ ვერტიკალში, რაც მას აქვს, ყველასთან მივა, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ის რომ ლილუაშვილს და ღარიბაშვილს სანქციები არ დაედოთ, ივანიშვილისთვის ეს შესაძლოა ეჭვიანობის საბაბი გამხდარიყო.

ეჭვიანობის გამო, ისე მარტივად ხდება გადაწყვეტილების მიღება, საკმარისია, მხოლოდ ასეთი ფორმალური ამბავი, რომ ამაზე აიგოს კონსპირაციები და ლეგენდები, – დასძინა მან.