– ვახო სანაია მხნედ და ჯანმრთელადაა, ადგილზე მოპყრობის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, ეთიკურად ექცევიან – ვისაუბრეთ დაკავების დეტალებზე, პატიმრობა უკანონო იყო, რადგან ეს მისი პროტესტის პროპორციული ზომა არ იყო

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ვახო სანაია მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მ მოინახულა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბესელია განმარტავს, სანაია თავს კარგად გრძნობს.
„მხნედ, ჯანმრთელადაა, ადგილზე მოპყრობის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, კორექტულად, ეთიკურად ექცევიან. იქ ტელევიზორი არ აქვს და ერთადერთი, რაზეც ვდარდობ, არის ის, რუსთაველზე რა ხდება, თუ იკრიბება ისევ ხალხიო, რადგან რუსთაველის წერტილის შენარჩუნება, როგორც პროტესტის მთავარი ეპიცენტრის, მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ყველას ამას ვეკითხებიო. ვისაუბრეთ დაკავების დეტალებზე, რა თქმა უნდა, პატიმრობა უკანონო იყო ერთმნიშვნელოვნად, რადგან პატიმრობა მისი პროტესტის პროპორციული ზომა არ იყო, კანონი კი, რომელსაც თავად ასაჩივრებს, არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი პროტესტი სრულიად ლეგიტიმური იყო, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობაც უკანონოა. დანარჩენი, თავს მხნედ გრძნობს, დავპირდი, რომ ეს დღეები ვინახულებ, ყოველდღე ვნახავ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა“, – აცხადებს ბესელია.
რაც შეხება იმ ფაქტს, თუ რა რეაქცია ჰქონდა, კოლეგის, ქეთა ციცქიშვილის დაკავების ფაქტზე, ბესელია პასუხობს, რომ სანაიამ მას პირველი სწორედ ქეთა ციცქიშვილან დაკავშირებით ჰკითხა.
„როცა შევედი, პირველი ქეთას ამბავი იკითხა. არ იცოდა, რა შეუფარდეს, ადვოკატისგან მისი დაკავება იცოდა, მაგრამ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არ იცოდა, ამაზე ღელავდა, მაგრამ თქვა, რომ ქეთაც ძლიერია“, – განაცხადა ბესელიამ.
ვახო სანაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინწინ შეუფარდა. მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ვახო სანაიას რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცრუ ნარატივების და მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს