– ექსპერტიზის დასადგენია თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა თუ ესროლეს, უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი – საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში

საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში – ასეთი წერილები თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე არ იწერება , – ამის შესახებ „სამართლის სახლის“ დამფუძნებელმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესა და მედიაში გავრცელებულ წერილს ეხმაურება.
მისი თქმით,“ეჭვს ბადებს ფაქტი, რომ სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამდე უსიამოვნო ამბები ვრცელდებოდა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით, რომ რაღაც კონფლიქტი არის მომწიფებული“.
„ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე მიმუშავია, როდესაც მკვლელობის ისტორია იყო, თვითმკვლელობის ისტორიებიც იყო და მცდელობებიც. პრაქტიკა ვიცი და ვიცი უფრო რთული შემთხვევებიც და ასეთი წერილები თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე არ იწერება. ეს რაღაც ისეთია, რომ დაჯდები და კარგად ჩამოარაკრაკებ. ქვეტექსტებში იკითხება, ვისკენ არ გინდა მიემართებოდეს ეჭვები. წერილი არ გავს აფექტში დაწერილს. ადამიანი როდესაც თავს იკლავს და სიცოცხლეს იმეტებს, ის რაციონალურად ვერ აზროვნებს და მისი ემოციური ინეტელექტი, გონებრივი, ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია.
ასეთ დროს ყოველთვის ვიკვლევთ, რამ მიიყვანა ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე, თუ მართლა თავს იკლავდა, მაგრამ ესეც დასადგენია თავს იკლავდა თუ ესროლეს, ეს ექსპერტიზის დასადგენია. უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ პირების დაკითხვა, ვინც ესწრებოდა ამ შემთხვევას, არამედ ექსპერტიზამ უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი. არის რაღაც მანძილი, რომლის იქეთ შეუძლებელია თვითმკვლელობაზე საუბარი. ადამიანს არ შეუძლია ნებისმიერი ტრაექტორიით ესროლოს თავის თავს. ბევრ ნიუანს ვაანალიზებთ ხოლმე, ვიდრე დასკვნეს ვაკეთებთ.
სამთავრობო მედია რომ დილიდანვე ამ წერილს აქვეყნებს, ეს ეჭვს ბადებს. ის, რაც გინდა, რომ დააჯერო, წინა „პლანზეა“ გამოტანილი. მე ეჭვი ამ წერილმა უფრო გამიჩინა. მეორე საკითხია ის, რომ უსიამოვნო ამბები ვრცელდებოდა მასთან დაკავშირებით. ის, რომ რაღაც კონფლიქტი არის მომწიფებული, რომლის შემდგომ ხდება ასეთ მძიმე ისტორია, ეს უთუოდ საეჭვოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები