ეკა ბესელია “TV პირველის” ეთერში ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარ ხელჩართულ ჩხუბზე ჰყვება.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ორი ლიდერი ერთმანეთს პარტიის ოფისში ფიზიკურად გაუსწორდა და ამ ინცინდენტის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ოფისში არც კი დადიოდა.
tvpirveli.ge-ის ინფორმაციით, ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ გადაყვანისა და კობახიძის პრემიერად დანიშვნის პერიოდში მოხდა.
რაც შეეხება დღეს მიმდინარე პროცესებს, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძემ დაარწმუნა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილმა უღალატა”.
შეთქმულების თეორიებზე საუბრისას ბესელიამ ახსენა ფაქტი, რომ სანქციების მიღმა დარჩნენ ლილუაშვილი და ღარიბაშვილი.