ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა სების ვიცე- პრეზიდენტები გახდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სების ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა. ისინი ამ თანამდებობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.
მიქაბაძეც და გალდავაც აქამდე ეროვნული ბანკლის საბჭოს წევრები იყვნენ. კანონმდებლობის თანახმად ვიცე-პრეზიდენტებს სების პრეზიდენტის წარდგინებით მისი საბჭო ნიშნავს.
ეროვნულ ბანკში ეს პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია თურნავას სკანდალური ბრძანებულების შემდეგ დემონსტრაციულად დატოვა პოსტი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა.
თურნავას ბრძანებულება შეეხებოდა ს წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლას. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი მ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

ასევე დაგაინტერესებთ