ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ს და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ, საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით.
„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის – სეკიურიტიზაციის – შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგებს საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე სეკიურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც