ეკატერინბურგში ВСУ-სთვის ფულის შეგროვების ბრალდებით რუსეთისა და აშშ-ს მოქალაქე დააკავეს

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეკატერინბურგში დააკავა სა და -ს მოქალაქე ქსენია კარელინა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფულადი სახსრების შეგროვება ედება ბრალად.
ლოს-ანჯელესში მცხოვრები კარელინა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, აშშ-ს მოქალაქეობა კი მოგვიანებით, 2021 წელს მიიღო.
სპეცსამსახურების ვერსიით, კარელინა “2022 წლის თებერვლიდან ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებისთვის აქტიურად ფულად სახსრებს აგროვებდა”. გარდა ამისა, მან “არაერთხელ მიიღო მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ საჯარო აქციებში”.
მოგვიანებით ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებული კარელინას წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანის კადრები გამოაქვეყნა.