ეთერ თურაძე – გონივრული იქნება, თუ მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ – ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება

სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ [მზია ამაღლობელს] გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება, – ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ს საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას.
„სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება. 30 წელზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ ამ ქვეყანას არასოდეს ქალი სინდისის პატიმარი არ ჰყოლია და ეს არის ამ თვალსაზრისით ერთგვარი დამღა. ვფიქრობ, რომ დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას. მზია ამაღლობელის გათავისუფლებით, მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, პირიქით, ეს მათთვის პოზიტიური ამბავი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანურობის პრინციპებით იხელმძღვანელეს“, – განაცხადა თურაძემ და დასძინა, რომ „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი არის აბსურდული“.
ცნობისთვის, დღეს, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
სასამართლო ასევე, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.