ეზიდები ზამთრის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ თემს ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას ულოცავს.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს საქართველოში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ. მარხვას ეზიდები ლოცვაში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ