ეზიდები ახალ წელს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს, ახალ წელს ულოცავს მშვიდობასა და მათ კეთილდღეობას უსურვებს.
„აიდა სარსალე ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ.
აიდა სარსალე აყვავების, ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას. ამ დღეს ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვადასხვა ფერად იღებება კვერცხი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა