ევრო 2026-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

24 ოქტომბერს, კაუნასში, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად ევროპის 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ცნობილი გახდა ისიც, თუ რომელ ქალაქში გამართავს ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები.
ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ. A ჯგუფის მატჩებს რიგა უმასპინძლებს.
წილისყრას ქალაქ კაუნასში ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესო არველაძე დაესწრო.
ფუტსალის ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
წყარო: Nakrebi.ge