ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა – მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მე-10 წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გახსნა, 9 წუთში ჯამალ მუსიალამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიელთა საჯარიმოში რაიან პორტეუსმა ილქაი გიუნდოგანი წააქცია, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და შოტლანდია 10 კაცით დარჩა. კაი ჰავერცმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და გოლს+ასისტი მიითვალა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ნაგელსმანის გუნდი ფლობდა და თავის გამოჩენა ცვლილებაზე შემოსულმა ნიკლას ფულკრუგმა მოახერხა.
87-ე წუთზე რუდიგერმა
ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 90+3 წუთზე კი ემრე ჯანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღდეგ გამართავს.
შოტლანდია 19 ივნისს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კი­ლი­ან მბაპე: მინ­და მივ­მარ­თო მთელ საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ…