ევრო 2024 – საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი – ვერ ვიჯერებთ!..

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის აქამდე აუხდენელი მიზანი შესრულებულია და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვართ. ემოციები ჯერ კიდევ არ ცხრება და მომხდარის ბოლომდე გააზრება გვიჭირს. ამისთვის ენერგია არავის დაგვიზოგავს, არაერთი ტკივილიანი საღამო გვქონია, გვინერვიულია, მაგრამ ოპტიმიზმი არასდროს დაგვიკარგავს. რა იყო მთავარი, რამაც საბერძნეთის ნაკრებთან მოგვაგებინა? – ყველა ბოლომდე დაიხარჯა, იმ განცდამა და წნეხმა, რომ თუ არა ახლა, მაშინ როდისღა, ჩვენი ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ გულშემატკივრები უფრო მოტივირებული და ძლიერი გახადა.
ვილი სანიოლი გაგვიკრიტიკებია, მაგრამ არა როგორც ჩასაფრებულის პოზიციიდან, მიზანი ყოველთვის უკეთესი გუნდის ხელშეწყობა
იყო. ფაქტია ის, რასაც აქამდეც ვწერდით – ფრანგი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა, ის სწავლობდა საკუთარ შეცდომებზეც, ჩაგდებულ სანაკრებო პაუზას ყოველთვის უკეთესი მოსდევდა. ვილის აქვს სპორტული იღბალიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია…
ეს დიდი გამარჯვება გუნდმა შექმნა – შემართებით, ერთმანეთის შეცდომების დაზღვევით, გამოკვეთილი ვარსკვლავებითა და “ახალი მებძოლებით”…
ევროპის ჩემპიონატამდე არც ისე ბევრი დროა, ივნისი მალე მოვა და ერთგვარად საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა – გაგაცნობთ მეტოქეებს (თურქეთი, ჩეხეთი, პოეტუგალია), მეტს გესაუბრებთ ჩვენს ლეგიონერებზე. საქართველოს ნაკრები, როგორც ევრო 2024-ის მონაწილე, ამხანაგურ შეხვედრებს აუცილებლად ჩაატარებს (ახლა მონტენეგროს შესახებ ვიცით და სხვაც დაემატება). დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, რომელზედაც დაწერა ბავშვობის შემდეგაც კი გვიოცნებია – როგორი იქნება საქართველოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე. საკადრო საკითხებზე დავას, თანაც სამი თვით ადრე, არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიმსჯელებთ სანიოლის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე (ამავე ლოგიკით, სასტარტო შემდგენლობის შერჩევა გადამწყვეტ მატჩებში გაგვიმარტივდა). მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს!..
კოვიდინფექციისას სამატჩო განაცხადი 25-კაციანი გახდა, შემდეგ კვლავ ტრადიციულ 23-ს დაუბრუნდა, შეხვედრაში 5 ცვლილება კი ძალაში დარჩა. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად აუცილებლად იბრძოლებს. ტურნირი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარიერის უკეთეს გუნდებში გაგრძელების გზაზე დიდი გამოწვევაა და იმედი გვაქვს, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების იდეალურ ბალანსს შემოგვთავაზებს.
მეკარეები
გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი (3 ფეხბურთელი) – სადაც ცვლილებებს გამოვრიცხავთ, ეს მეკარეებია. გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დრო (ამას მწვრთნელები მიმართავენ) გიორგი ლორიასაც მიეცემა, რაც მისი ხანგძლივი სანაკრებო კარიერის ერთგვარად დაფასება იქნება;
ცენტრალურო მცველები (5)
სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში 5 ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლიათ. არ დაგვავიწყდეს, რომ აქედან 3 ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, დავით ხოჭოლავა ან ლუკა ლოჩოშვილი – როცა ახლა ტრავმირებული “კოპენჰაგენის” მცველი დავით ხოჭოლავა ფორმაში იყო, სანიოლის ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ. თუკი დარჩენილ დროში ის სასურველ კონდიციებს დაიბრუნებს, ევროზე თამაშის დიდი შანსი ექნება. გვჯერა, სეზონის ბოლომდე, საბა საზონოვი “ტორინოში” უფრო მეტ დროს მიითებს და ფრანგი სპეციალისტის სიაში ადგილს დაიკავებს.
ფლანგები (5)
საქართველოს ნაკრებია თამი ფლანგის ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში სჭირდებათ. გვგონია, რომ აქ მაქსიმალურად საკადრო მრავალფერივნება და კონკურენცია უნდა ვნახოთ.
ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი – შეიძლება, ვინმემ იფიქროა, რომ მარცხნოვ სამი ალტერნატივა მეტისმეტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აზაროვის პერაპექტივის ფეხბურთელს ევროპირველობაზე დრო უნდა მიეცეს და ირაკლიმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, მწვრთნელის დავალებები ზუსტად გაითავისოს; ლევან შენგელიას დროულ გამოჯანმრთელებას (მოტეხილობა დაუდგინდა) ვუსურვებთ!..
აქვე შეგახსენებთ, სანამ ნახევარდაცვასა და შეტევაზე გადავალთ, 23 ადგილიდან 13 უკვე დაკავებულია.
ნახევარდაცვა (6)

გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი ან ჯაბა კანკავა – ადგილები საკმაოდ შეზღუდულია. კანკავას ნაკრებში დაბრუნება და შემდეგ მისი, ფაქტობრივად, უთამაშებლობა, დასკვნების გამოტანას გვირთულებს. ახალგაზრდების მნიშვნელობაზე თუ ვსაუბრობთ, ასეთი სანდრო ალთუნაშვილია, ამჟამად ავსტრიაში გამოდის.

შეტევა (4)
, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია – თუკი სანიოლი გუნდში ოთხი შემტევის ყოფნას გადაწყვეტს, სავარაუდოს, ეს ოთხეული ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მოუთმენლად ველით ზაფხულის დადგომას!..
ცნობილია, რა იქნება ბილეთების ფასი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა

ევრო 2024-ის განრიგი – როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს