ევრო 2024 | კვერკველიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა – ეროვნულ გუნდს ორი ფეხბურთელი აკლია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.
14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.
ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ
გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“.
შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის, 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.
16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
17 ივნისის განრიგი | დორტმუნდი
17:45 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია
18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, ), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, ), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო , საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კი­ლი­ან მბაპე: მინ­და მივ­მარ­თო მთელ საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ…