ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება

გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას 15 აპრილიდან შეძლებენ, – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, – წერია განცხადებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://euro2024.com/tickets
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.