“ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ” – რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

ს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.
“ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების გულშემატკივარი ვიქნები. 2006 წლის მუნდიალის დროს გერმანიაში ბანაკში ვიმყოფებოდი და ამ ქვეყნის ფანების ქომაგობით აღვფრთოვანდი.
მესი თუ რონალდო? – მე მესის ვირჩევ”, – დაწერა კარპინამ სოციალურ ქსელში, სადაც გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ზე პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ