ევროსაბჭოს წევრად რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო

ევროსაბჭოს წევრად რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო
ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.
„პირველ რიგში, აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.
ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები თავის დროზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში, კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც