ევროსაბჭოს დასკვნა ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა – თუ ევროსაბჭოს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ ზიანს მოიტანს, მათ უნდა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებულ პოლიტიკურ შეფასებაზე მიუთითებს

ევროსაბჭოს დასკვნა ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა – თუ ევროსაბჭოს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ ზიანს მოიტანს, მათ უნდა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებულ პოლიტიკურ შეფასებაზე მიუთითებს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი აღსრულება“ აჩენს კითხვებს. ასეთი მკვეთრი მოწოდება – კანონის გაუქმებისკენ – მოითხოვს სერიოზულ არგუმენტებს, კონკრეტულ ფაქტებსა და სამართლებრივ დასაბუთებას, მაგრამ წარმოდგენილი დასკვნა ძირითადად ემყარება ზოგად შეფასებებს, რომ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს პოზიციაა, მაგრამ სად არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ კანონი ნამდვილად შეუწყობს ხელს უფლებების დარღვევას ან სისტემური რეპრესიების გაღრმავებას? განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იგივე პრინციპზე აგებული კანონი – FARA – ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა მოქმედებს და იქ ეს ინსტრუმენტი სრულიად ნორმალურ დემოკრატიულ პრაქტიკად ითვლება – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, , სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ჩნდება კითხვა, რატომ არის მსგავსი რეგულაცია მისაღები და ლეგიტიმური -ში, მაგრამ მიუღებელი საქართველოში. მისი თქმით, ეს უკვე ორმაგი სტანდარტების მკაფიო დადასტურებაა. მეგრელიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს განსხვავება – რატომ ითვლება გამჭვირვალობა დასავლურ დემოკრატიაში მისაღებ სტანდარტად, მაშინ როცა იგივე მოთხოვნა საქართველოში კრიტიკის საგანია.
„ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი აღსრულება“ აჩენს კითხვებს. ასეთი მკვეთრი მოწოდება – კანონის გაუქმებისკენ – მოითხოვს სერიოზულ არგუმენტებს, კონკრეტულ ფაქტებსა და სამართლებრივ დასაბუთებას, მაგრამ წარმოდგენილი დასკვნა ძირითადად ემყარება ზოგად შეფასებებს, რომ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს პოზიციაა, მაგრამ სად არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ კანონი ნამდვილად შეუწყობს ხელს უფლებების დარღვევას ან სისტემური რეპრესიების გაღრმავებას? განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იგივე პრინციპზე აგებული კანონი – FARA – ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა მოქმედებს და იქ ეს ინსტრუმენტი სრულიად ნორმალურ დემოკრატიულ პრაქტიკად ითვლება.
-ში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის მოთხოვნას არავინ აღიქვამს, როგორც სამოქალაქო სექტორის განადგურების მცდელობას, არამედ პირიქით – ეს კანონმდებლობა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებად არის წარმოდგენილი. აშშ-ში ვალდებულნი არიან საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი სტატუსი, ეს დემოკრატიას კი არ აზიანებს, არამედ ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არის ნორმალური და ლეგიტიმური მსგავსი რეგულაცია აშშ-ში, მაგრამ სრულიად მიუღებელი საქართველოში? რატომ ითხოვენ ევროპული ინსტიტუტები საქართველოსგან იმ ნაბიჯის გაუქმებას, რომელიც დასავლურ დემოკრატიაში სტანდარტულ ნორმადაა ქცეული? ეს უკვე ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა. თუ ევროსაბჭოს ექსპერტთა გუნდი დარწმუნებულია, რომ კანონის აღსრულება „სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს“ მოიტანს, მაშინ მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მაგალითები, დეტალური ანალიზი და დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასება იქნება და არა სამართლებრივად გაწონასწორებული დასკვნა. საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახოს განსხვავება თუ რატომ ითვლება გამჭვირვალობა და უცხოური გავლენების საჯარო აღრიცხვა მისაღებად ვაშინგტონში, მაგრამ რატომ ხდება იგივე მოთხოვნა მიუღებელი თბილისში? სანამ ამ კითხვებზე მკაფიო არგუმენტირებული პასუხი არ იქნება, რთულია მსგავსი რეკომენდაციის სერიოზულად მიღება და მსჯელობა მის მისაღებობაზე.“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია – არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე