ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, ს, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება.
„სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნა ნათია თურნავას ასევე მიულოცეს მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ალტერნატიულმა დირექტორმა, შავი ზღვის სავაჭრო და განვითარების ბანკმა, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC).
გასულ კვირას ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დაინიშნა. თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია