ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, იან პრაუდი აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ევროპული სანქციები ინდუსტრიაა, რომელიც ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად არის“.
ევროპისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსები წინ უნდა აღუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. პოლიტიკური ოპოზიციის ხელში სანქციები ცინიკურ ინსტრუმენტად იქცა, რათა უცხო ქვეყნების მთავრობები შიდა საქმეებში ჩარიონ. გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანელ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ლობირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთის ინტერესმა საქართველოს მიმართ იკლო, უკანასკნელნი მუდმივად მოუწოდებენ ევროპას, შემოიღოს სანქციები კანონმდებლების, ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კავშირში სდებენ ბრალს.
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი, როგორც წესი სანქციებს ერთობლივად იღებს, ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ – ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა – ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები ცალმხრივად შემოიღეს 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივი დემონსტრაციების გამო, რომელიც არჩევნების შემდეგ გაიმართა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი იგივე გზას დაადგეს. ისინი სანქციებს „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ძირისგამომთხრელ ინსტრუმენტად განიხილავენ, რათა ძალაუფლება ხელში თავად ჩაიგდონ.
მათთვის, ვინც ბოლომდე არ იცნობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს 2003-2012 წლებში მართავდა. ის საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლამდე იყო. მათი მმართველობის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტი, კორუფციის მაღალი დონე და პოლიციის სისასტიკე იყო. ერთი შოკისმომგვრელი შემთხვევა ახალგაზრდა ადამიანს ეხებოდა, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ მოკლეს; სააკაშვილმა მკვლელები შეიწყალა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო გასამართლდა.
სააკაშვილი სასოწარკვეთილი ცდილობდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რამაც 2008 წელს რუსეთთან დამანგრეველ ომამდე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფამდე და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე მიიყვანა. სააკაშვილი ოდესაში გაიქცა, მიიღო მოქალაქეობა, რათა გუბერნატორი გამხდარიყო და ამით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. მაგრამ მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის გამო ის ქვეყნიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. შოუმენმა საჯაროდ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს და 2021 წელს დაბრუნდა, თუმცა ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის ბრალდებით დააკავეს. ახლა ის ციხეშია და სხვადასხვა განაჩენის, მათ შორის გაფლანგვის გამო სასჯელს იხდის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია აღვიქვათ ძალზედ სკეპტიკურად. როგორც ჩანს, მათი ძირითადი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბებული იყო, პარტია „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს და რეპრესიის ინსტრუმენტებს ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით იყენებს. მათი განცხადებები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რომელსაც დასავლური მედია იტაცებს, ეუთოს დასკვნებს არ ემთხვევა.
ეუთოს დამკვირვებლების დამოუკიდებელმა მისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის შესახებ შექმნილ ანგარიშში დაწერა, რომ საქართველოს სამართლებრივი ბაზა ქმნის ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, საერთო ჯამში, ინკლუზიური იყო, კანდიდატებს აგიტაციის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა პარტიას პოზიტიურ ან ნეიტრალურ ტონში აშუქებდა, არჩევნების დღე საერთო ჯამში, კარგად იყო ორგანიზებული. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიზნით რიგი ტექნიკური საკითხის მოგვარება არის საჭირო, არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო გაყალბებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელ რეალობად ითვლება ის, რომ დამარცხება და დამარცხების აღიარება დემოკრატიული აზროვნების საკვანძო ელემენტია. როგორც ექსპერტი წერს, ერთ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მომდევნო არჩევნებისთვის მზადება არის საჭირო. დემოკრატიის ჯანმრთელ ნაწილად მშვიდობიანი პროტესტიც არის. მე ინგლისში ვცხოვრობ, სადაც ვესტმინსტერის პარლამენტთან პროტესტები ყოველდღიური რუტინაა. აქ თქვენ შეხვდებით ბრიტანელ ფერმერებს, „ბრექსიტის“ გაუქმების მოთხოვნით გამოსულ ჯგუფებს, მედიცინის მუშაკებს, პალესტინის მხურვალე მომხრეებს. თქვენ ყოველთვის ნახავთ სხვადასხვა პროტესტს, რომელიც ნებისმიერ დღეს ხდება.
ბრიტანული პროტესტების უმეტესობა მშვიდობიანია. ზოგი პროტესტის დროს პოლიციაა მობილიზებული. ძალიან იშვიათად ხდება, როცა მასშტაბური არეულობა ხდება, რაც დაკავებებით მთავრდება. მეორე მხრივ, არჩევნებში უცხოური ჩარევა არ არის დემოკრატიის ჯანსაღი ხაზი.
ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და რიგითი ადამიანების უმეტესობა ცუდად აღიქვამდა იმას, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები მთავრობასა და ოპოზიციის საქმეებში ჩარეულიყვნენ. იქნებოდა ხმაური, მაგალითად, გერმანელ ან ამერიკელ პოლიტიკოსებს პროტესტებისთვის მხარი რომ დაეჭირათ და პარლამენტის შენობის წინ მდგარ ტრიბუნაზე გამოსულიყვნენ.
ზუსტად ეს მოხდა თბილისში საქართველოში ჩატარებული 2024 წლის არჩევნების დროს. ხოლო თავისუფალმა ქართულმა მედიამ ეს მთელ მსოფლიოს დაანახა. რომ ყოფილიყო ცენზურა, BBC და სხვა საერთაშორისო მაუწყებელი არ გადაიღებდნენ მომიტინგეებს, რომლებიც პოლიციას სახიფათო ფოიერვერკებს ესროდნენ. ეს აგრეთვე ჯანსაღი დემოკრატიის მანიშნებელიც არის, როცა კანონი და წესრიგი დაცულია. როცა ივნისის დასაწყისში თბილისში ჩავედი, ვნახე პარლამენტთან 200-300 ადამიანის მშვიდობიანი პროტესტი. მანდვე იყო პოლიცია, რომელიც მოშორებით იდგა. არაფერი უჩვეულო.
ამის მიუხედავად, ქართული ოპოზიციური ჯგუფები, ისეთები, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობენ იმ იდეის მხარდაჭერას, რომ არჩევნების შედეგები არასამართლიანი იყო, თბილისი პროტესტებმა მოიცვა და დასავლური ქვეყნებისთვის ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაა იმ იმედით, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ააღორძინონ და რეჟიმი შეცვალონ. ეს ანტიდემოკრატიული იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ევროპა ნოყიერ მიწად იქცა პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისთვის, რომლებსაც არადემოკრატიული მეთოდებით დემოკრატიის საკუთარი იდეალების დანერგვა სურთ. ხოლო სანქციები მათთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად იქცა.
სანქციები ომის ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა და დიპლომატიური დიალოგის შემცვლელია. რომ გადავხედოთ 1962 წელს, ვნახავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა კუბის წინააღმდეგ პირველად შემოიღო სანქციები ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ. კუბიდან მდიდარი და/ან პოლიტიკური გავლენის მქონე პირების გადასახლება აშშ-ში ძლიერი ლობისტური ჯგუფის ჩამოყალიბების მიზეზი გახდა, რომელიც დღესაც ახდენს გავლენას აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე კუბასთან მიმართებაში. სამოცი წლის შემდეგ ამერიკულმა სანქციებმა კუბის დამოუკიდებლობაზე ან მმართველ რეჟიმზე საგრძნობი გავლენა ვერ მოახდინა, შესაძლოა, პირიქითაც.
ასეა თუ ისე, კუბა სანქციების დიდი ინდუსტრიის ნიმუშად იქცა, რაც სწრაფად აიტაცეს ევროპაში 2014 წლიდან და უკრაინული კრიზისის დაწყებიდან. გამოჩნდნენ ძლიერი ლობისტური ჯგუფები, რომლებსაც კარგი კავშირები აქვთ და რომლებიც უცხო ქვეყნის ბიუროკრატებსა და პოლიტიკოსებს საკუთარი ან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.
ევროპამ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით შოკირებული იყო და უკრაინისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, 2014 წლის 17 მარტს ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ პირველად შემოიღო სანქციები და 21 რუს ჩინოვნიკს შეზღუდვები დაუწესა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ 2 ათასზე მეტი სანქცია შემოიღო. მაგრამ თქვენ გაგაოცებთ, როცა გაიგებთ, რომ ბევრი გვარი სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის მიერ იყო შემოთავაზებული, მათ შორის უკრაინის მთავრობისა და აწ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა ევროპას უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვიდრე რუსეთს, არანაირად არ უკავშირდება მათი, როგორც თვითმიზნის გავრცელების იდეას. რა თქმა უნდა, ლობისტები ბრიუსელისა და ლონდონის პოლიტიკური სტრუქტურის ნაწილი ხდებიან და ისინი საკუთარი ქვეყნების და დევნილობაში მყოფი მთავრობების კანონიერ მმართველებად აღიქმებიან.
სანქციების შემოღების მოწოდებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მიაღწიოს იმას, რომ ის საქართველოს კანონიერ მმართველად აღიარონ, მიუხედავად იმისა, რომ მისმა კოალიციამ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ხმათა 10% მიიღო. ბრიტანელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ანკესზე წამოგებას თავი უნდა აარიდონ და არ აწარმოონ თვითგამანადგურებელი სასანქციო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც უკრაინაში უკვე ჩავარდა.
ქართული ოპოზიციის მოღვაწეებს შეუძლიათ ჩემი მოკრძალებული რჩევა გაითვალისწინონ იმის შესახებ, რომ ხმების მოგროვების საუკეთესო საშუალება საკუთარ ამომრჩევლისთვის და არა უცხოელისთვის მეტი დროის დათმობაა.
