ევროპული საბჭო აუცილებლად მიიჩნევს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებას

ევროკავშირი აღიარებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას. დღეს, 18 აპრილს ბრიუსელში გაგრძელდება ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ა.
17 აპრილს სხდომა შუაღამემდე გაგრძელდა. შუაღამის შემდეგ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა დასკვნა იმის შესახებ, რომ საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაუყოვნებლივ მიწოდების საჭიროებას და ყველა სხვა სამხედრო დახმარების გაწევის ინტენსიფიკაციას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალების და რაკეტების მიწოდებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჭიროა არა სიტყვაუხვობა, არამედ მეტი სამხედრო ტექნიკა. მიშელის თანახმად, უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება არა თვეების, არამედ დღეების და კვირების საკითხია.
17 აპრილს, ევროპულ საბჭოს ონლაინ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მ. მან ევროკავშირის ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებით და ისიც შეახსენა, რომ ჯერ კიდევ შეუსრულებელია ევროკავშირის დაპირება უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.
უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით -სგან მიწოდების შემცირების გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თებერვალში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა წარმომადგენელთა პალატაში.
უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი მოკავშირეები არაერთხელ გააფრთხილა, რომ მათი სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინის თავდაცვის ძალებს უკან დახევა მოუწევთ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ