ევროპული პლატფორმა რუსულ კანონზე: EU-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვას საფრთხეს უქმნის

ევროპული გაცვლითი პროგრამა და ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროპული პლატმორა ამბობს, რომ “შემოთავაზებული კანონი წარმოადგენს არსებით უკუსვლას საქართველოში დემოკრატიისთვის და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას საფრთხეს უქმნის”.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს პროდემოკრატიულ ჯგუფებს და მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზისადმი. ასეთი კანონმდებლობის შემოღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ მის ევროპულ მომავალს”, – წერია განცხადებაში.