ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ – ბრინჯაო

ალბანეთში მიმდინარე U20 ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (+86 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, საბა ასანიძემ (94 კგ) კი – ბრინჯაოს მედალი.
გადელიამ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ატაცში 100/104 /106 კილოგრამი დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორის ტიტული გაიფორმა. აკვრაში დაძლეული 125/130 /135 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამითაც. ნათიამ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. აკვრაში 7, ორჭიდში კი 6 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი.
ასანიძემ ატაცში 151/156 კილოგრამი დაძლია და მე-5 პოზიციაზე გავიდა. მან აკვრაში დაძლეული 188/194/197 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 353 კილოგრამით მკერდი მეორე ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
თორნიკე ლომთაძემ (94 კგ) ატაცში დაძლეული 143 კილოგრამით მე-9 პოზიცია დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 182/188 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 331 კილოგრამით მე-8 საფეხურზეა.
ლუკა ქაშიბაძემ (110 კგ) ატაცში 145/149/152 კგ. დაძლია და მე-9 ადგილი ერგო. აკვრაში დაძლეული 185/193 კილოგრამის ძლევით კვლავ მე-9 საფეხურზეა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 345 კილოგრამითაც.
ირაკლი ვეკუამ (+110 კგ) აკვრაში ბინჯაოს მედალი მოიპოვა – ატაცში 155/160 კილოგრამი დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა – აკვრაში დაძლეული 195/204 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 364 კილოგრამით კი მე-5 საფეხურზეა.
გივი დარსაველიძე (+110 კგ) ატაცში 153/160 კგ. დაძლია და მე-7 საფეხურზეა. აკვრაში დაძლეული 187/194/202 კილოგრამით მე-5 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 362 კილგრამით კი მე-6 საფეხური ერგო.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია – მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: “სამი ოქრო მყავს სახლში!!!” – რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
U20. საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
კიდევ 2 მედალი მილანიდან! – საბა ასანიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა
ასანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
საბა ასანიძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: 14 წლის ნათია გადელიამ ორჭიდის ჯამში 149 კგ ასწია