“ევროპის სიცხეები ახლა საქართველოსკენ მოიწევს” – როგორი ზაფხული გველოდება

მა­შინ როცა ევ­რო­პა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით რე­კორ­დებს ხსნის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი უფრო და უფრო უა­რეს­დე­ბა. 3 ივ­ლისს სტე­ფან­წმინ­და­ში მო­თო­ვა, თუ­შე­თი-ალ­ვა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა წყალ­მა ჩა­მო­რე­ცხა, ბა­თუმ­ში და სხვა­გან უხვი ნა­ლე­ქი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ვარ­დნა ფიქ­სირ­დე­ბა…
გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 5 ივ­ლისს დღი­სით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზო­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ძლი­ე­რი ხან­მოკ­ლე წვი­მა, ელ­ჭე­ქი, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა.
ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა ით­ვლე­ბა თუ არა ანო­მა­ლი­ურ მოვ­ლე­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში თოვ­ლი და რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს…
– სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ცი­ვე ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სულ ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­დან, შავი ზღვის მხრი­დან შე­მო­დის. გარ­კვე­ულ­წი­ლად რა­საკ­ვირ­ვე­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მოქ­მე­დებს, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ის არის, რომ მომ­დევ­ნო კვი­რი­დან დათ­ბე­ბა.
დღეს არის ღრუბ­ლი­ა­ნი, ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე, ასე­თი იქ­ნე­ბა ხვა­ლაც, თუმ­ცა ნა­ლე­ქი შე­სუს­ტდე­ბა და კვი­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში გა­მო­ი­და­რებს. ორ­შა­ბა­თი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს
10-11 ივ­ლისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 38 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს, კვი­რის ბო­ლოს­კენ ცო­ტას და­იკ­ლებს, რად­გან წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მო­ი­და­რებს, ოღონდ აქ კვი­რის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა 34-35 გრა­დუ­სი და კვი­რის ბო­ლოს­კენ კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.
რაც შე­ე­ხე­ბა უა­მინ­დო­ბას, კვი­რის ჩათ­ვლით არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. კვი­რას შე­იძ­ლე­ბა ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი იყოს, ნა­ლე­ქი აღარ იქ­ნე­ბა.
– ბოლო წლებ­ში ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში თოვ­ლი მო­სუ­ლა?
– ზღვის დო­ნი­დან 1700 მ-ზე მა­ღალ ზო­ნა­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ მზის ამოს­ვლის წინ იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ ცალ­კე­ულ წლებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­წი­ოს 2-5 გრა­დუს ყინ­ვამ­დე.
ადრე უფრო მე­ტად ივ­ნის­ში მო­სუ­ლა. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას. სიგ­რი­ლემ ზა­ფხულ­ში გად­მო­ი­წია და სი­ცხე­ებ­მა აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ .
– ევ­რო­პის სი­ცხე­ე­ბი არ ახ­დენს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე?
– ზუს­ტად ის სი­ცხე­ე­ბი წა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ოღონდ შე­სუს­ტე­ბუ­ლი ფორ­მით. ისე­თი სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ევ­რო­პა­ში სამ­ხრე­თი­დან წა­მო­სულ­მა ჰა­ე­რის მა­სამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ჯერ და­სავ­ლეთ, შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. ახლა ეს სი­ცხე­ე­ბი ჩვენ­კენ მო­ი­წევს.
– ზა­ფხუ­ლი რო­გო­რი იქ­ნე­ბა?
– ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვექ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი. თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოჭ­რა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წვი­მა, ქარი და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლის­კენ.
ადრე თუ იყო ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე იყო სი­ცხე­ე­ბი და გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობ­და, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რილ­დე­ბო­და, ახლა ასე აღარ არის. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი აგ­ვის­ტო­ში უფრო ფიქ­სირ­დე­ბა.
ambebi.ge