ევროპის სამ ქვეყანას ირანის მიმართ გაეროს სანქციების აღდგენის პროცესის განახლება სურთ

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 28 აგვისტოს წამოიწყეს 30-დღიანი პროცესი ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ხელახლა დაწესების მიზნით.
საქმე ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას. ევროპის სამი ქვეყნის (E3) მიზანია, ამ ნაბიჯით აიძულონ ირანი, კვლავ იკისროს თავისი ვალდებულებები.
რუსეთსა და ჩინეთს შეთანხმების ექვსი თვის გახანგლივება სურთ.
ირანის ბირთვული, ასევე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები ს და -ის ავიაციამ დაბომბა ივნისის შუა რიცხვებში, რის მიზანიც თეირანის ბირთვული პროგრამის მოსპობა იყო.
დღემდე არ არის მთლიანად ცხადი, რამდენად განადგურდა ირანის ბირთვული პროგრამა და რა ბედი ეწია გამდიდრებულ ურანს.
გამდიდრებული ურანის მარაგი აშშ-ისრაელის თავდასხმების შემდეგ არ დადასტურებულა.

E3-ის სახელით ცნობილმა სამეულმა განაცხადა, რომ მათ გადაწყვიტეს ე.წ. „უკან დაბრუნების“ მექანიზმის ამოქმედება, სანამ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაკარგავენ თეირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესაძლებლობას, რომლებიც მსოფლიო ძალებთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოიხსნა.

მათ ირანთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანის ობიექტები დაბომბეს. ახლა მათ ჩათვალეს, რომ 26 აგვისტოს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში ირანის მხრიდან საკმარისად ხელშესახები ვალდებულებები აღება არ მოჰყოლია.

ამის ფონზე, 27 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის ინსპექტორების ჯგუფი ირანში იმყოფება და მიმდინარეობს მოლაპარაკება, როგორ მოხერხდეს დაბომბილი ბირთვული ობიექტების ინსპექტირება.
„E3-ის გადაწყვეტილება სერიოზულად შეარყევს ირანსა და ატომურ სააგენტოს შორის ჩართულობისა და თანამშრომლობის ამჟამინდელ პროცესს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ „პროვოკაციულ და არასაჭირო ესკალაციას“ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

Reuters-ის სააგენტოს თანახმად, დიპლომატების თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა, ბირთვული შეთანხმების ერთგულმა რუსეთმა და ჩინეთმა 28 აგვისტოს დაასრულეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი. ის ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ექვსი თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს და ყველა მხარეს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს.

E3-მა ახლა წინ წამოწია ბრალდებები, რომ ირანმა დაარღვია 2015 წლის შეთანხმება, რომლის მიზანი იყო, არ მისცემოდა ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება.
ვაშინგტონმა, რომელიც ამ შეთანხმების მონაწილე იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან და გერმანიასთან ერთად, ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წელს ცალმხრივად დატოვა შეთანხმება. 2025 წელს თეირანთან აშშ-ის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩაიშალა, ისინი შეწყდა ირანზე ისრაელის თავდასხმის დროს.

E3-ის მინისტრებმა 27 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს აცნობეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ირანი სექტემბრის ბოლომდე ჩაერთვება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ აღარ მიმართონ კონკრეტულ ქმედებას.

რუბიოს უწყების თანახმად, აშშ მიესალმა ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების აღდგენის პროცესის დაწყებას.
ევროპელმა მოკავშირეებმა – E3-მა – ნათლად წარმოადგინეს ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების „მნიშვნელოვანი შეუსრულებლობის“ ცხადი მაგალითი, რაც საფუძველს ქმნის სტაბილური აღდგენის დაწყებისთვის, აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი და დასძენს, რომ ამასთან, აშშ კვლავ მზადაა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის – ირანის ბირთვული საკითხის მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის ხელშეწყობის მიზნით.

E3-ის წინადადებით, სანქციების აღდგენა ექვსი თვით გადაიდება, რათა შესაძლებელი გახდეს სერიოზული მოლაპარაკება, თუ ირანი კვლავ დაუშვებს გაეროს სრულ ინსპექტირებას. ამით უნდა მოხდეს ირანში გამდიდრებული ურანის დიდი მარაგის დადასტურება, რაც ივნისის საჰაერო იერიშის შემდეგ არ არის დამოწმებული – და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ირანმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ „მკაცრი რეაგირება“ ექნება, თუ სანქციები აღუდგინეს.
ფორუმი