ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი – “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელი და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ ს დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, – წერს ბენჟამინ ჰადადი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას