ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში ს ადვოკატი იყო! – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს – ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამონარიდს, სადაც სწორედ მაკბრაიდის სახელია მითითებული. იონათამიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, ევროსაბჭოს ვებგვერდზე, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დოკუმენტი, ისე აიტვირთა, შემდგომში კი, ვენეციის კომისიის საბოლოო რედაქციასაც დაედო საფუძვლად.
“ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა! ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო! ეს დოკუმენტი, რომელიც 15 მაისით არის დათარიღებული, ევროპის საბჭოს ვებგვერდზე, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ისე აიტვირთა და შემდეგში, ვენეციის კომისიის დასკვნის საბოლოო რედაქციას დაედო საფუძვლად. ვტვირთავ ორ დოკუმენტს, ერთი ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელია, მეორე ამონარიდი ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. აი, ეს ადამიანი ჯერემი მაკბრაიდი გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე იცავდა სააკაშვილს! ანუ, სააკაშვილის ყველაზე ამორალური დანაშაულების “გამპრავებელი” იურისტი, გამჭვირვალობის ქართულ კანონზე დაწერდა, თუ არა ობიექტურ სამართლებრივ დასკვნას? რა თქმა უნდა, არა! და ვინც ის დაიქირავა, იყო თუ არა მათთვის სააკაშვილის ადვოკატობა გადამწყვეტი ფაქტორი? ბატონმა მაკბრაიდმა სააკაშვილთან ერთად, პირწმინდად წააგო საქართველოსთან ორივე საქმე! ასე დამარცხდება ყველა, ვინც საქართველოში ცდილობს გათელოს კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობის პრინციპი, ეროვნული ფასეულობები, სუვერენიტეტი და ჩვენი ღირსება!” – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა