ევროპის საბჭოს გენმდივანი რუსულ კანონზე: გასულ წელს მივესალმებოდი მის გაწვევას

მაშფოთებს საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის ხელახლა წამოყენება. გასულ წელს, საქართველოს მრავალ მეგობართან ერთად, მე მივესალმებოდი ამ კანონპროექტის გაწვევას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ რეგისტრაციას ეხმაურება. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლიდან არის.