ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უკრაინას ეწვევა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი პირველი სამუშაო ვიზიტით ს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„უფრო გადაუდებელს ვერაფერს წარმოვიდგენ, ვიდრე უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგებთან გამკლავებაა, რამაც ადამიანების საშინელი ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია“, – განაცხადა მაიკლ ო'ფლაერტიმ.
ასევე, კომისარმა ის სფეროები დაასახელა, სადაც ადამიანის უფლებები უფრო ძლიერ დაცვას საჭიროებს, მათ შორის კლიმატის კრიზისი, ხელოვნური ინტელექტის მართვა, გამოხატვის თავისუფლება, მიგრაცია და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების ზრდა.
ცნობისთვის, მაიკლ ო'ფლაერტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე 24 იანვარს აირჩია, მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა.