უპილოტო ტაქსის სერვისი ევროპაში უკვე მომავალ წელს გამოჩნდება: გაშვებას ამერიკული კომპანია Lyft და ჩინური დეველოპერი Baidu ამზადებენ.
პირველ ეტაპზე, ავტონომიური მანქანები გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ქუჩებში დაიწყებენ მოძრაობას.
ახალი სერვისისთვის გამოყენებული იქნება Baidu-ს მიერ შექმნილ მეექვსე თაობის Apollo Go ელექტრომობილები – ეს მანქანები მძღოლის გარეშე მოძრაობენ და ქალაქის მარშრუტებზე დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ.
მგზავრობის შეკვეთა Lyft–ის აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ვრცლად 34travel.me – ზე
