ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა

ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა.
ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი ს დანიშვნას მოითხოვენ.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებმა მოგზაურობის ხალისი დაკარგეს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დააბრუნოს.
„უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, რაშიც ვცხოვრობდით. ძალიან განერვიულებული და აღშფოთებული ვარ. რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და ამდენი ტყუილის მოსმენა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხად მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს