ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაცია BTU-სთან პარტნიორობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს

EUMMAS – ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით რუმინეთში ფართომასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
კონფერენცია 2024 წლის 22-24 მაისს ქალაქ ბუქარესტში გაიმართება თემაზე: Global Social and Technological Development and Sustainability.
კონფერენცია 6 ღონისძიებისგან შედგება, რომელიც აერთიანებს: Young Researchers Competition, Case Study Competition, Scientific Conference, Business and Public Administration Forum, Women’s Forum, and Youth Forum-ს.
კონფერენციაზე დასწრება BTU-ს პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის არის შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, მათ შორის, სარეგისტრაციო ბმული იხილეთ შემდეგ ბმულზე.
(R)