ევროპის ლიდერობით, ნატო “კონტინენტის თავდაცვის მომავალია” – პენტაგონი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში თავის ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლა. ჯონ ჰილისთან ერთად, მან 6 მარტს ში ს ომის სწრაფად დასრულების გზები განიხილა.
„გვჯერა, რომ ნატოს ევროპული ლიდერობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობით, კონტინენტის თავდაცვის მომავალს წარმოადგენს“, – თქვა ჰეგსეთმა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურის განცხადებით, მათ გაზარდეს თავდაცვის ხარჯები და ამას მომავალშიც გააგრძელებენ.
“თქვენგან გამოწვევა მივიღეთ, რომ მეტად ჩავრთულიყავით უკრაინაში, გაგვეზარდა თავდაცვის ხარჯები, გაგვეძლიერებინა ევროპის უსაფრთხოება. და მე გეუბნებით, რომ ეს ვქენით, ვაკეთებთ და მომავალში მეტს ვიზამთ”, – თქვა ჰილიმ.
ჰეგსეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს და ამ მიზანს “ლაზერის სიზუსტით უმიზნებს”. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკების გზაზე უკრაინისგან მიღებული ბოლო ნიშნები იმედისმომცემია.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება