ევროპის კომისიამ Google-ს მოუწოდა, დაეხმაროს რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას

ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს ბელარუსელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ლუკაშენკას რეჟიმის დევნის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა. მათი სიტყვებით, Google-ისა და Meta-ს საინფორმაციო აგრეგატორების ალგორითმები ცენზურულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და აუდიტორიას არ აძლევს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალების ნახვის უფლებას. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, Google News-ი არ ახდენს მასალების ინდექსაციას ბელარუსულ ენაზე.
„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელის შეწყობა – ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა“, – თქვა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, იტყობინება Financial Times-ი.
გამოცემის თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იქნეს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები“. Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ