ევროპის კავშირში აკრძალეს „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“

ევროპულმა საბჭომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაჩეროს ს რამდენიმე მედიასაშუალების მაუწყებლობა და გავრცელება. ესენია „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“, „იზვესტია“ და მედიაპროექტი „გოლოს ევროპი“ (Voice of Europe), რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული. ევროპული საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და იწონებენ ომს ში.
ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, ეს მედიასაშუალებები რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და ისინი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ინსტრუმენტს.
ამასთან, აკრძალული გამოცემების თანამშრომლებს არ აუკრძალავენ ევროპაში მუშაობას – მაგალითად, ჟურნალისტურ გამოძიებას ან ინტერვიუს აღებას. აკრძალულია მხოლოდ მაუწყებლობა და გავრცელება.
ევროპულმა საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურად ატარებს დეზინფორმაციის კამპანიას და თავის მედიას იყენებს აზრთა მანიპულაციისთვის, ფაქტების უხეში დამახინჯებისა და მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის. იმ მედიის მთავარი მიზანი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამართლება. მათი სამიზნე ასევე ხდება მრავალი ევროპული პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ასეთი, დევნილები, რუსული ეთნიკური უმცირესობები, გენდერული უმცირესობები და ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანობაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში თავისი მედიის აკრძალვას პასუხს გასცემს. „ზომები მუშავდება“, თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო