ევროპის ვაჟთა პირველობაზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს სახელით ბაადურ ჯობავა იასპარეზებს

დღეს, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში სტარტს აიღებს ევროპის ვაჟთა პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. 14-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, ხოლო 16-17 დეკემბერს ელვისებურში.
ასპარეზობაზე საქართველოს სახელით, 2023 წლის ქვეყნის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ბაადურ ჯობავა იასპარეზებს.
სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი 41 ქვეყნის 495 მონაწილეს შორის გაიმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.
ბაადურ ჯობავა ასპარეზობის სასტარტო რეიტინგ-სიის მეოთხე ნომერია.
თამაშები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრება ელვისებურ ჭადრაკში შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება 41 ქვეყნის 626 მოჭადრაკეს შორი და ბაადურ ჯობავა სასტარტო რეიტინგ-სიის მეთერთმეტე საფეხურზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?