ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით “უსაფუძვლოს და შეცდომაში შემყვანს” უწოდებს.
ფორმულამ ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, შეეფასებინათ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელშიც პაპუაშვილმა თქვა, რომ “ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა”.
EED-ში ფორმულას კითხვის პასუხად თქვეს, რომ მათი დაფინანსება და საქმიანობა მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას და აღნიშნეს, რომ “არ ცდილობენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ან საარჩევნო პროცესებში ჩარევას”.