ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, ეს კანონპროექტი რუსული რატომაა?!

ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, ეს კანონპროექტი რუსული რატომაა?!
„ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ს პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული,“-წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების მაღალ ნიშნულზე დაცვას ქართული სახელმწიფოც იმსახურებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოებას რუსულ კანონად შეასაღა და ქუჩაში სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყვანა.
„ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დასაცავად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას (171-მა დეპუტატი თანახმა, 25 წინააღმდეგი), რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს.
რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ. მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს. ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების მაღალ ნიშნულზე დაცვას ქართული სახელმწიფოც იმსახურებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოებას რუსულ კანონად შეასაღა და ქუჩაში სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყვანა.
მართალია კანონპროექტმა მისაღებ კანონზე კარგად იმუშავა და მკვეთრად დაგვანახა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი პარტიები თუ არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ეს კანონი მისაღებია. ეს ჩემი უცვლელი პოზიციაა და ამ სურვილს თავისი არგუმენტირებული გამართლება აქვს. მინაწერი: ევროპის არაერთი ქვეყანა თუ თანხმდება გამჭვირვალობის, როგორც სამართლებრივი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე, ქართულ სახელმწიფოში, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა სურს ეს ინიციატივა და კანონპროექტი რუსული რატომაა?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ – აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს