ევროპელი ტურისტების მოზიდვა კარგი ინფრასტრუქტურით ხდება, რაც ბაკურიანში არ არის – Unix Hotels Georgia

2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.4%-ით გადააჭარბა- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სტატისტიკა განაახლა. პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც თუ 2023 წელს შევადარებთ 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბაკურიანში მდებარე სასტუმროების მიმდინარე წლის პირველ კვარტალს დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ ევროპელი ტურისტების ნაკლებობაა.
Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი ირაკლი გოგუაძე ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. წელს ბაკურიანის მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება იყო, რაც ვიზიტორებს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა.
“წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა ვიზიტორების კონტექსტში. ძირითადად ბაკურიანი ადგილობრივ ტურიზმზე მუშაობს, თუმცა არც უცხოელი ტურისტების ნაკლებობას ვუჩივით. ამ ეტაპზე მატება შესამჩნევია, მაგრამ არც ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.
ნამდვილად ჩემპიონატი, რომ ჩატარდა და გაგვიცნო ფართო მასებმა ეს კარგი იყო, მაგრამ ამ პერიოდში ბევრად უფრო იზარალა ბაკურიანის ბიზნესმა ვიდრე მოგება ნახა. არსებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ევროპელი ტურისტების მოზიდვა ხდება კარგი ინფრასტრუქტურით და მომსახურებით, რაც ბაკურიანში ამ ეტაპზე არ არის. ვერ ვიტყვი, რომ არ მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ არა ისე როგორც საჭიროა. გვაქვს ელექტოენერგიის მოწოდების პრობლემა ხშირად. წელს გვქონდა შემთხვევა რამდენჯერმე რომ ერთ-ერთ მომწოდებელ წყაროს ცეცხლი გაუჩნდა და დენი არ მოგვეწოდებოდა. როცა ასეთ პრობლემებს აწყდება ტურისტი ადგილზე, რა თქმა უნდა, მეორედ ჩამოსვლა კომფორტული აღარ არის. ჩვენი მიზანი, თუ არის რომ ევროპელი ტურისტები მოვიზიდოთ უნდა დავახვედროთ უმაღლესი ხარისხის სერვისი,”- ამბობს ირაკლი გოგუაძე.

ასევე დაგაინტერესებთ