ევროპელი პოლიტიკოსები კარგად მიხვდნენ, რა არის “გლობალური ომის პარტია” – მაკა ბოჭორიშვილი “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე

“ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან, რა არის “გლობალური ომის პარტია”, რომელზეც ირაკლი მ დაიწყო ლაპარაკი – თუმცა ისინი გაღიზიანებას მაინც გამოხატავდნენ.
“მე მახსოვს გაღიზიანება ასევე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც მ [“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი] პირველად ახსენა “გლობალური ომის პარტია”. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, ძალიან კარგად მიხვდნენ, ახლა რომ “დიპ სტეიტად” მოიხსენიებენ, რაზე იყო საუბარი და რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული – სწორად რომ ყოფილიყო გაგებული”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 25 ივნისს განიხილებოდა საკითხი – “2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები”.
ბოჭორიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ყველაფერი გასაგები იყო, “გლობალური ომის პარტიის” თემას მაინც “დაარტყეს”.
“ამის განზოგადება მოახდინეს [ევროპელმა პოლიტიკოსებმა] და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზედაც ევროპაშიც საუბრობენ. რამდენად ხმამაღლა ისმის – ეს უკვე მედიის მდგომარეობაში მიგვიყვანს, ალბათ, ზოგადად, ამაზე რომ განვავრცოთ; თუმცა დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ საქართველოში, ყველგან არის მეტ-ნაკლებად. უბრალოდ არის ალბათ დაცვის მექანიზმები, საზოგადოების სიმყარეა, ალბათ და ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს და რის გამოც გვაქვს ჩვენ სტაბილურობა და შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, პირველ რიგში… თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის. მეტ-ნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგ ქვეყანაში ნაკლებად წავაწყდებით, რომ არის საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
“ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა “გლობალური ომის პარტია” “ქართული ოცნების” დეპუტატის, კომისიის წევრის, ს მიერ დასმული შეკითხვის ერთ-ერთ აქცენტთან მიმართებით ახსენა.
“საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულად დასაჯერებელია, რომ – კი ბატონო, ეს “ნაცები” გავიგეთ, რომ ასეთები არიან, მაგრამ ამ ევროპაში ყველა “განაცებულია”?! ეს დილემა ქართული საზოგადოების ნაწილს უდგას და აქ არის სწორედ, ალბათ, სადაც ქართული საზოგადოება საბოლოო პასუხს ეძებს… ” – ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ევროკავშირში “ყველა “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი” არ არის, თუმცა საქართველოში ევროკავშირის რომანტიზება ხდება.
“ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და.. კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა არ გვინდა დავინახოთ, იქ რა პროცესები მიდის ხოლმე და არ გვინდა შევხედოთ იქ, ადგილზე რა ხდება. იდეალური არაფერი არ არის, ყველგან არის სხვადასხვა პროცესები. ყველგან არის სხვადასხვა ძალები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დასმული შეკითხვის ამ აქცენტს მაკა ბოჭორიშვილი სწორედ “გლობალური ომის პარტია”/”დიპ სტეიტის” ხსენებით გამოეხმაურა.
„დიპ სტეიტმა“ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების რიტორიკაში თანდათან ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტია“. ისინი “დიპ სტეიტის” “აგენტურად” ხედავენ პოლიტიკურ ოპონენტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
თავიდან ისინი აცხადებდნენ, რომ “გლობალური ომის პარტიას” ზეგავლენა ჰქონდა როგორც -ის, ასევე ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებზე. ბოლო პერიოდში, ისინი აცხადებენ, რომ “დიპ სტეიტის” ბრძოლას უფრო ბრიუსელიდან გრძნობენ და წარმატებებს უსურვებენ აშშ-ის პრეზიდენტს “დიპ სტეიტთან” დეკლარირებულ ბრძოლაში. პრეზიდენტ ს მიერ “დიპ სტეიტთან” გამოცხადებული ბრძოლის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ბრძოლა აშშ-ის ფედერალური მთავრობის “ჩრდილოვან” ბიუროკრატიასთან და გავლენიან პოლიტიკურ ელიტებთან.
დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე, საქართველოში “გლობალური ომის პარტიის”/”დიპ სტეიტის” არსებობის დაჯერება ბევრს უჭირს.