ევროპელი მინისტრები ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

საქართველოს საკითხზე ხვალ ევროკავშირის საგარო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. განხილვის თემა სამი საკითხია: ვიზალიბერალიზიის პოლიტიკის გადახედვა, სანქციები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მ დაადასტურა, რომ სწორედ ამ თემებზე იმსჯელებენ სხვალ სხდომაზე ევროპელი მინისტრები. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება.
ოპოზიცია “ოცნების” წინააღმდეგ სანქციების პერსონიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს. “ძლიერი საქართველოს” წევრი ლელა გალდავა ფიქრობს, რომ შეზღუდვები ქართველ ხალხს არ უნდა შეეხოს.
“რა თქმა უნდა, წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება ახლა არის არარელევანტური, მაგრამ ჩვენ, “ლელო საქართველო”, როდესაც გვაქვს საგარეო კომუნიკაცია, ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა დაზარალდეს ქართველი ხალხი, არ უნდა დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც უმრავლესობის და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანქციები უნდა იყოს პერსონიფიცირებული, – ამბობს ლელა გალდავა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ “ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებების ფონზე სურს, რომ ევროპელი ლიდერებისგან მოისმინოს, რა ელის ივანიშვილის გუნდს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
“პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და სამართლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, რაც ასევე გულისხმობს სამართლიანი საარჩევნო გარემო რომ მედიასთან და არასამთარობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ეს დრაკონული კანონმდებლობა უნდა იყოს გაუქმებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხოვნები დადგება, მაგრამ ამავე დროს, მსურს მოვისმინო და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაბამისი გზანილები, რომ ნაბიჯების არგადადგმის შემთხვევაში რა ელის “ქართულ ოცნებას”, – ამბობს ლევან სანიკიძე.
“ოცნების” ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ გახარიას გუნდშიც.
“სანქციები იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც რეჟიმი ეწევა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე კრიტიკული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მისამართით, მესამე ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რაეც ვიცით, რომ არ არის თანხმობა ამასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამბობს თეონა აქუბარდია.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას მოიმოქმედებს “ოცნება” ევროპელების მოთხოვნების საპასუხოდ.
“ევროკავშირისთვის მთავარი დემოკრატიის საზომი არის თუ როგორ არის დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები, რამდენად ემთხვევა კონკრეტული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინდექსს. ამ ორივე შემთხვევაში საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები. როგორ გაგრძელდება ურთიერთობები საქართველოსთან დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადადგამს “ქართული ოცნება” დემოკრატიულ ნაბიჯებს და დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას: დანიშნავს ახალ არჩევნებს და გაათავისუფლებს პოლიპატიმრებს, – ამბობს ბუტიკაშვილი.
წყარო: tvpirveli.ge