ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება – ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსტომელის აეროპორტი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის, არამედ მისი მრეწველობისა და გამომგონებლობის სიმბოლოა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტი, რათა უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავადასტუროთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.