ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება, მათ შორის, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში

ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება, მათ შორის, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში
„ევროკავშირის ევროპარლამენტის მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა.
„ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში. ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა, იდენტობა და დემოკრატიამ (ID) 11-ადგილით მეტი მანდატი მოიპოვა, ხოლო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების(ECR) პარტიამ ერთი ადგილით მეტი.
ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) გაიმარჯვა და ხმების 30.30% აიღო, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD) 16% მოიპოვა, ხოლო კანცლერ ს სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ხმათა 13.90%-ით მესამე ადგილზე გავიდა და ბოლო წლებში ყველაზე გაუარესებული შედეგი აჩვენა. ამავდროულად, ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. ევროპარლამენტის წინასაარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა. ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: პრემიერ-მინისტრი , მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას