ევროპაში სახლის ფასები ბოლო ათწლეულში პირველად შემცირდა

Eurostat-ის მონაცემებით 2023 წელს ევროპაში სახლების ფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა. კერძოდ, ევროკავშირში კლებამ 0.3%, ხოლო ევროზონაში – 1.1% შეადგინა.
ლუქსემბურგსა და გერმანიაში ფასები ყველზე მეტად (9.1%-ითა და 8.4%-ით) შემცირდა, ფინეთსა და შვედეთში კი 5.6%-ითა და 5.3%-ით.
ამავდროულად, ფასები გაიზარდა ბულგარეთში, ხორვატიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 8%-დან 12%-მდე მერყეობს.
ეკონომისტების თანახმად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების ბაზარს ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი, გერმანიასა და საფრანგეთში კი პირიქით მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ