ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია – ზელენსკი

უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – ამის შესახებ ტელეგრამ არხზე წერს.
როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა, ყველამ ერთად გაუძლოს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ.
გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება