ევროპაში ინვესტიციის განხორციელების დროა – „ბლექროკის“ აღმასრულებელი დირექტორი

ევროპაში ბევრი პესიმიზმია და ალბათ რეგიონში ინვესტიციის განხორციელების დროა, – ამის შესახებ ამერიკული საინვესტიციო კომპანია „ბლექროკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი ფინკმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
პანელზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება, არის გამოწვევა, მაგრამ ეს ასევე დიდი შესაძლებლობაა, ევროპამ შეხედოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა, იყოს მთავარი მოთამაშე.
მისი შეფასებით, ევროპა წინ ვერ მიდის და უკან უწევს ყურება.
„ეს მშვენიერი მითია, მაგრამ არ მუშაობს. ევროპას ჯერ კიდევ აქვს პრობლემები. მას სჭირდება საბანკო კავშირი და კაპიტალის ბაზრების კავშირი. {…} დიახ, თქვენ სხედხართ მაგიდასთან, დიახ, თქვენ მოლაპარაკებებს აწარმოებთ, დიახ, ზოგი ქვეყანა უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვები, მაგრამ ჩვენ, ყველას გვჭირდება ერთმანეთი. ერთი რამ თუ არის, რაც ევროპელებმა ისწავლეს დროთა განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, არის ის, რომ მარტო ვერ ივლი. ერთად უნდა იმუშაოთ. თქვენ პატივი უნდა სცეთ ერთმანეთს და უნდა გესმოდეთ ერთმანეთის“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.