ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

-ის სამხედრო ბაზები ევროპაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ამის მიზეზი ტერაქტის მცდელობის თაობაზე ინფორმაცია გახდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რამდენიმე სამხედრო ბაზაზე, მათ შორის ამერიკულ გარნიზონში შტუტგარტში 30 ივნისს „ჩარლის“  უსაფრთხოების დონე გამოცხადდა. ეს არის უსაფრთხოების დონე, როდესაც სადაზვერვო სამსახურებს სამხედრო ობიექტზე ან პერსონალზე ტერაქტის ან თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

კონკრეტულად რა სახის სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს ამერიკელმა სამხედროებმა, უცნობია. ტერაქტების საფრთხეზე ევროპელი მაღალჩინოსნებიც საუბრობდნენ, ეს განსაკუთრებით აქტუალურია გერმანიაში ევროპის საფეხბურთო პირველობის და საფრანგეთში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გერმანელ პოლიციელებთან ერთად წესრიგის დაცვაში სხვა ქვეყნებიდან ჩასული 580 პოლიციელიც უზრუნველყოფს.