ევროპაში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა

„ხალხის ძალის“ წევრი ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა.
პოლიტიკური კრიზისი ევროპაში საკუთარ თავს ვეღარ მალავს.
ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ბელგია, რუმინეთი, ბულგარეთი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია.
არსებული პოლიტიკური “კრიზი” იწვევს არასტაბილურობის განცდას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩამოთვლილი ქვეყნების აქამდე მშვიდობიან, განვითარებაზე ორიენტირებულ მომავალს.
ავსტრია – სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, (შესაძლო) კანცლერი (კანდიდატი) გადადგა;
საფრანგეთი – ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში მორიგ ჯერზეც იშლება;
გერმანია – ხელისუფლება ჩამოიშალა;
ნიდერლანდები – უფუნქციო მთავრობა ფაქტობრივად ჩამოიშალა;
ესპანეთი – მთავრობა ბიუჯეტს ვერ იღებს;
ბელგია – ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა;
რუმინეთი – გაუქმდა საპრეზიდენტო და სათავეში ისევ არაპოპულარული მთავრობაა;
ბულგარეთი – სავარაუდოა კვლავ ახალი არჩევნების ჩატარება.
ეს ჩამონათვალი არის მძიმე ფაქტი იმისა, რომ ქვეყნებმა არსებულ პოლიტიკურად ტურბულენტურ ზონას ვერ გაართვეს თავი და დიდ კრიზისში არიან.
ამ ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა და ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების წინააღმდეგ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს ხელი უნდა შევუშალოთ.
მშვიდობა და განვითარება ქართულ სახელმწიფოს!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა

წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით